ჭინჭარაული ნათია
გაზიარება

* * * "ეს ქართა პირველი დეკადა" ექსკლიუზივი

ეს ქართა
პირველი
დეკადა,
ეს ჩვენი ფანჯარა _ ღია..
ხელში ხან სამყარო გვეკავა,
ხან ცა მელანივით მღვრიე..
დილაა
იღვიძებ,
მიღიმი
შენთან ვარ, მეორე მხარეს..
და ჩვენი ოთახის სიღრმიდან
მუსიკა იღვრება გარეთ..
ოქტომბრის
სუსხია,
შეჩვევა..
ოთახში ყანჩელი ისმის,
და ქუჩაც ღარიბი მეჩვენა
ასეთი მდიდრული ხმისთვის..
დილიდან კვლავ
"სამაგალითოდ "
ვთქვათ მწარე ყავა და კენტი,
ეს ქარი არაფერს არ ითხოვს 
ან ქარსაც რა უნდა მეტი..

??????