ჭინჭარაული ნათია
გაზიარება

* * * "ნუ მიმახედებ" ექსკლიუზივი

ნუ მიმახედებ 
უკან იმისთვის
მივხვდე ამაოა ქარის დევნა
დილით უშაქრო ყავა მივირთვი,
დილას უხდება 
მზის დიადემა..
მოდა,
ამბები, 
მტვრიან თაროდან
სიზმრის ფაზლები,
ძველი
გაზეთი..
რა უხერხულად არ მიხაროდა,
ადრე ასეთი დილა არცერთი..
ესე _ "თებერვლის 
თოვა 
პირველი " 
როცა მოკიდა მამამ იარაღს
ხელი და წლებმაც _ გუნდმა ფრინველთა,
ჩემს თავს ტყვიებად გადაიარა..
მას შემდეგ ქარი ათასი ელდით
ირგვლივ რამდენი
ბერწი თვე არის,
დღეები დღეებს ისე მისდევენ
როგორც აფრენილ ნადავლს მწევარი..
ვწევარ
წრე არის 
ვიმეორებ, თავსხმა წვიმები,
"მშვიდი ცურვაა" სინამდვილე 
მორევს მინებდი..
და დგას ნაცრისფერ ჰორიზონტთან როგორც იმედი,
მზის ქარავანი, ოქროსფერი ბედუინები..

??????