ჭინჭარაული ნათია
გაზიარება

* * * "ვფიქრობდი წუხელ" ექსკლიუზივი

ვფიქრობდი წუხელ,
ვსეირნობდი, 
ცივ აკაციებს
აპრილის წვიმა ეცემოდა ციდან ირიბად,
სად არ მოგყევი,
ქარებს ვდიე,
სახლად ვაქციე
გზა და 
მგონია,
არაფერი გამომივიდა. 
რა რჩება ჩემგან 
გადამფრენი სიტყვების გარდა?!
ღრუბლიანია 
ამ სეზონის შესამოსელიც,
და მახსენდება ხოლმე, 
როგორ ძლიერ გვიყვარდა
დროის გაყვანა ყავითა და
წვიმის მოსმენით..
სხვა საქმე რა მაქვს
ბრმა დილეტანტს 
ზღაპრების მომგონს,
ქარის მადევარს,
მეოცნებეს,
ბავშვით გულწრფელს,
შენ ხომ ვერავის ეყვარები ისევე როგორც 
მე შემიძლია..
და მაგაზეც ვფიქრობდი წუხელ..

??????