ჭინჭარაული ნათია
გაზიარება

* * * "ჩემს ერთგულ ლანდებსაც" ექსკლიუზივი

ჩემს ერთგულ ლანდებსაც ღმერთი ყავთ თავისი...
თენდება და ვუსმენ
დიალოგს ჩიტების,
ეს ღამე აღარცერთ სიზმარს არ გაისვრის
გამოვიფიტები.
აქ არ ხარ, მარტო ვარ,
სევდაა რამხელა,
ხანდახან ფიქრები აქრობენ მანძილებს..
ვერ გხედავ და თვალის ყოველი გახელა..
მამძიმებს...
ცისპირი არ ვიცი როგორ ჩანს
შენიდან,
დგას ღამის სიზმართა ჩვეული სიმწიფე..
ვუყურებ რომ მთვარე ღრუბლებში შევიდა,
ზურგით დგას მიწისკენ.
ვბრუვდები...
ვბრუნდები...
ბავშვობის სახლში ვარ...
წარსულის ნიავი ქარდება ხანდახან
და სანამ ჭრილობა ბოლომდე გახსნილა,
სადა ხარ?! 
კედლებზე ჩრდილები აწყობენ სეანსებს,
ყვებიან ქარები თხზულებებს უბნების,
ვიცი, შენს არყოფნას ვერაფრით შევავსებ...
ვჩუმდები.
შენ იქ ხარ, მზემ გული იბრუნა საითაც,
ვგრძნობ, ეჭვის თვალებით მიყურებს აბსურდი,
იწვიმებს, ცა სევდის მუსიკას ჩამირთავს
დაბრუნდი...

??????