ჭინჭარაული ნათია
გაზიარება

* * * "გთხოვ, ამ თხელ თითებს" ექსკლიუზივი

გთხოვ,
ამ თხელ თითებს 
ნუ შეადრი
ზაფხულის ნიავს,
სიკვდილს ვცნობ ზურგით 
აქერონის ნავზე დამტოვა.
ვგავარ ქარიშხალს, ღამეებს რომ ანგრევს და მიაქვს, 
როცა მარტო ვარ.
გავაღებ კარებს ფართოდ და ღიად,
გადაუღებლად წვიმს მერამდენედ,
ვემეგობრები ასეთ ნაღვლიან 
დღეებს,
ჩიტებს, 
და გაბმულ
სადენებს.
თვალს არ ვადევნებ 
გასულ „ნიუსებს“,
„შოუს“,
გაზეთებს,
ამბებს 
სტამბიდან,
მაგ მატარებელს ვეღარ მივუსწრებ 
უკვე გავიდა.
იმ სადგურიდან, სადაც ლიანდაგს,
სადაც ჟანგსა 
და გამხმარ გენტიანს,
მზე აღარაფრით აღარ მიადგა,
ახალს ვერაფერს 
ვეღარ მეტყვიან.
ეგ არაფერი,
აჰა ჩემი გამხდარი ხელი,
ნუ შეშინდები 
მსგავსი სიცივით...
წარმომიდგინე, მზის გულზე ვდგავარ,
ვდგავარ და მთელი გულით ვიცინი.

??????