ჭინჭარაული ნათია
გაზიარება

* * * "მზე ისე ჩადის" ექსკლიუზივი

მზე ისე ჩადის 
გაშლილ ქედებთან,
თითქოს მრავალფრად ჰყვავის საკურა...
მცირეა ჩემი შემოქმედება,
ხასიათი აქვს ალოგიკური...
დრო რეალობას ხელში 
მაჩეჩებს,
ჭირთ ქალაქის გზებს  ტაქიკარდია,
როცა ცარიელ  სოფლის ქუჩებში
უკვე ჭორებიც აღარ დადიან... 
*** 
ხევს იქით 
ჩამოსხდნენ 
ჩრდილები,
ხევს აქეთ 
ხმა ისმის წყლის,
დღე ისე ლამაზად ილევა,
ჩემთან რომ არახარ, მწყინს...

კვლავ მომწერ,
რა ხდება მაქეთო...
აქ ღვთაებრივია სივრცე!
მთაში სხვა რა უნდა ვაკეთო?
ნისლებად უნდა ვიქცე!

??????