ჭინჭარაული ნათია
გაზიარება

* * * "მზე გამჭვირვალე ჭიუხების ჭებში ბრჭყვიალებს" ექსკლიუზივი

მზე
გამჭვირვალე
ჭიუხების
ჭებში
ბრჭყვიალებს,
წელზე ეხსნება ოქროსფერი
სხივთა ბალთები,
ღამე ღრუბლებმა იხმაურეს, იხეტიალეს
და ზეწრებივით აიფარეს მთების კალთები.

აქ, ჩვეულებრივ
ტანსაცმელი
ბალახის სუნით
გაგეჟღინთება და სიზმრები
სხვის ძილს ბარდება...
შემოდის ნისლი ქისტეთიდან, როგორც მუსლიმი
და შენს თვალებთან შეხვედრისას ქრისტიანდება.

გამომშრალ მიწას 
წვიმა, ალბათ,
ყელსღა დაულბობს,
წლების წვალება 
მსწრაფლწარმავალ წყალმა წალეკა...
შენ ვერ გაიგებ, თუ არ ნახე, რაზე ვსაუბრობ...
ქარი ვარსკვლავებს შეუბრუნდა გამოსარეკად
გაღმით...

??????