ჭინჭარაული ნათია
გაზიარება

*** "ღამდება" ექსკლიუზივი

ღამდება,
კედლის
ვუყურებ ჩრდილებს,
ბებერ ბზარებზე  მზე წითლად
ჩადის,
ასეა ხოლმე, 
მშობლები რომ ტოვებენ შვილებს,
ასეა ხოლმე, 
მეორდება იგივე კადრი...
დე, 
სიზმრად გნახე 
წუხელის ერთხანს - 
დროში სიჩუმის იდგა ტიხარი,
მინდა მეთხოვა, დარჩენა  ჩემთან,
თუმც ვერაფერი ვეღარ გითხარი...
ვწუხდი 
როდესაც 
არაფრით მენდე,
სახლი ათასი სევდით დავტოვე,
და დედაჩემის სურათიც კედელს
შემორჩა ხატად და სიმარტოვედ..
ძველი ხის კარი..
ძველი ურდულით..
ეს გზა,
ქარებმა ქროლვით აიკლეს..
ჩემი სული კი როგორც ბუმბული
ისე მიჰყვება დროს არსაითკენ..
ამ მოსახდენი ამბების მიწყივ
არჩევანია ყოველთვის მკაცრი,
მე კი კვლავ მჯერა იმ ერთი სიტყვის 
რასაც ვერასდროს ვერ ამბობს კაცი..
ხედავ ?
ამ ცაზე დატეხილ ელვას,
ანდაც ამ ციდან 
ვარსკვლავის ვარდნას, 
მე ახლაც ვფიქრობ,ვფიქრობ და ვღელავ
სხვა ყველაფერზე დარჩენის გარდა..
შენც,
ნუ მომისმენ 
წასულს ხელიდან
ამ სულს აღარ აქვს ძალა იოტი
სხვა ვერაფერი ვერ მიშველიდა
როცა სახლიდან გამოვდიოდი.
გარდა წასვლისა..

??????