ჭინჭარაული ნათია
გაზიარება

*** "სადაც სიტყვაა" ექსკლიუზივი

სადაც სიტყვაა,
სადაც სახლი, 
სადაც ბავშვობა,
რაც კი უძრავად გადაურჩა დროის ქარიშხლებს...
ჩემი სამშობლოს სიყვარული საგანგაშოა -
ხელს ნუ გამიშვებ!
დრო აღარ იცდის,
დრო შორს მიდის
ზუსტი განრიგით,
თუმც ვეღარაფერს დააბრუნებ უკან ვერასდროს
" სამშობლო უფრო ღმა არისო და უფრო შიგნით"
- მესმის ჰელადოს!
სადაც გულია,
სადაც მე ვარ, 
სადაც ქრისტეა...
ნუ შემომიჭერ მავთულხლართებს
ყელზე ყულფებად,
ჩემი გონება ეროვნული ანარქისტია,
ჩემი იდეა - თავისუფლება!
მე - სახსოვარი: პოეზიის ყველა სტიქია.
ცხელი ტყვიები,
აფხაზეთი,
მითხრა - გადავრჩე.
ჩემზე არავის ისე ძლიერ არ უფიქრია,
როგორც სიკვდილის პირას მამაჩემს.

??????