ჭინჭარაული ნათია
გაზიარება

*** ასე იტყოდა დედა ექსკლიუზივი

***  ასე იტყოდა დედა

მე ვერ ვიცოცხლე და მოვკვდი...

.............................................................

"ქუდბედიანი " დავიბადე,

თვალებში მზის სხივი მედგა,

გზა გავიარე ძნელი...

იწვა კარალიოკების ჩრდილი წალმებზე,

წალმები თონესთან ეწყო,

თონეში არ ენთო ცეცხლი

და ხის საბძელი იყო ბალახით სავსე.

უფერული იყო აწმყო.

ყელზე შემაბნიეს ვერცხლი,

საქონლის სისხლი მასვევს.

იჯდა ჯარასთან სანათა,

თითებით ართავდა ძაფებს,

ოხრავდა მოხნული მიწა

გზებს ასდიოდა ბუღი...

იდგა ხელოსანი მამაჩემი
და მისი თითები

იყო დაკოჟრილი ჯაფისგან.

როცა დადგებოდა მწუხრი,
დევებზე ჰყვებოდა მითებს

ქრებოდა წყენა და შუღლი,

და ასე, თითქოს არც არაფრისგან,

ბევრი დამიგროვდა მზითვი.

და მე უცხო კაცს გამატანეს

და მეც შევუღლდი.

იარაღი აისხა ჩემმა კაცმა...

თვე თებერვლისა... თოვლი...

ომში წავიდა ჩემი კაცი,

იყო სუსხი და ყინვა,

თხილის გულივით ვიყოფდით ლუკმას

და ლუკმასავით გვყლაპავდა მოლოდინი....

იდგა დღეები, როგორც ჯვარცმა...

სოფელს აკლდებოდა კომლი,

მიწას ებერებოდა მუცელი...

სხეულში შიშმა გამცრა,

ჭაღარა დაფარა თავშალმა,

ღამე კი, მძიმე და ვრცელი

ცრემლი მომწმინდეს ობლებმა,

ობლებმა გამიქრეს ცრემლი...

დიდხანს მიცდიდა ჩემი ქმარი...

სახლში სიჩუმემ დაიბუდა,

დარდმა მომინელა როგორ,

ღმერთო, სიტყვაც ვეღარ შეგაწიე...

გაზაფხულზე თოვლიან საბადურებს*

მზე რომ მარილივით ლოკავს,

მამას უკრეფდა ჩემი გოგო,

ახლა მეც მიკრფს იებს.

მეც რომ მივატოვე

მეც რომ ვუღალატე

რომ ვერ ვიცოცხლე და მოვკვდი..

 

 * საბადური – ტყის სახელწოდება ერწო თიანეთის მიდამოებში

??????