გაბაიძე გიორგი
გაზიარება

ნატვრის ხე ექსკლიუზივი

სახლში მისული, 
დაწვები ლოგინზე და 
ყველა ტკივილს რომ მოგახერხავს ცოლი, 
როგორც ხეს - გამხმარ ტოტებს, 
გრძნობ როგორ იწყებს სხეული ტკივილისგან დაცლას
და რომ არ დაიცალოს,
ანასკვავს სხვა ტოტებს  თავისი ფერადი კაბის ნახევებს
და ბავშვების ტანსაცმლის ნახევებს, 
როგორც ნატვრის ხეს შეყვარებული წყვილები, 
არც კი იცი რამდენ ნატვრას აიტანენ შენი ტოტები, 
ისინი ხომ წვიმაში მძიმე ძონძებად იქცევიან...
და დადიხარ ასე ტკივილად გადაქცეული
ნატვრის ხე.

??????