Litclub.ge
ვარ საქართველო
ვარ საქართველო მთებით და ზღვითა,
კლდექალაქებით და გალავნევით,
მიყვარს ალერსი და კოცნა სხივთა,
ვამაყობ მკლავით და ფალავნებით.
ვარ საქართველო ზვრებით, ყანებით,
ძარღვებში მიჩქეფს თერგი, რიონი
ნაამბორალი,
ნათაყვანები,
ვარ პატარძალი მაყრიონით.
ვარ საქართველო
პურით,
მარილით,
მიყვარს კლდეებში ჯიხვთა თარეში,
ერთი ქართველიც ქვეყნად არ ივლის
სიყვარულის და ლექსის გარეშე.