Litclub.ge

თეთრი ტყე, შავი ტყე
თუ სიბერე მოდის, თუ ჩამოჰკრა ზარმა,
თუკი დაუბერა შემოდგომის ქარმა,
რატომ ელავს გულში გაზაფხულის ფერი?
სიყვარულით მთვრალი, სიყვარულზე ვმღერი.
თეთრი ტყე, შავი ტყე,
ვერაფერი შავიტყვე.
ერთი გოგოს ეშხით, ერთი გოგოს დარდით,
ერთი ბიჭი ისევ, ქუჩა-ქუჩა დადის.
ისევ ისე ელავს გაზაფხულის ფერი,
სიყვარულით მთვრალი, სიყვარულზე ვმღერი.
თეთრი ტყე, შავი ტყე,
ვერაფერი შავიტყვე.