Litclub.ge

პოეზიის გოლგოთა
შენ უსაზღვრობა მოგექცია გსურდა საზღვრებში,
მატერიალურს გამიჯვნოდი ცდილობდი მუდამ,
და იმას ალბათ ვერასოდეს გაისაზრებდი,
ვიღაცა წერდა - ყვიროდა და ვიღაცა დუმდა...

ფაქტი ერთია, პოეზია გზაა ულევი,
მიწის ფსკერიდან გალაქტიკის მიღმა გაშლილი,
იგი ჩხრიალებს ოცდაათი ვერცხლის ფულივით,
რაც პირველცოდვის შედეგია, - ევას ვაშლივით..

ნიღბების კერვას უნდებოდი, წერას კი არა,
თუმც პოეტისას ვერ ირგებდი, ვერ იკერებდი,
შენი ლექსები, გექცა შენვე ანტიპიარად...
გულდაწყვეტილი დადის ღამით პოეტერენტი.

გზა კი ორია, ვერტიკალი -  ქვევით და  ზევით,
მოდიხარ გეზს კი ძველებურად, არა და არ ცვლი,
ჰორიზონტზე კი ამაღლდები ცისკარზე მზე ვით,
იმის მიხედვით ჯვარს გაცვამენ – მარჯვნივ თუ მარცხნივ.