შავ-თეთრ დაფას მაგონებს,
ბილიკები ცხოვრების,
თუ თამაში არ იცი,
დაელოდე მატს,
პაიკები - ბავშვობის,
სიყმაწვილის მსტოვრები,
მალე გამოგაცლიან,
საყრდენივით მათ.
მაგრამ ისევ ბავშვობის,
მოწოდება-მსვლელობით,
თუ მისდიე იმ მცნებებს,
რაც ბავშვურად თქვეს,
გაიზრდები უთუოდ,
სხვისგან... - ან თვითმკვლელობით,
უაღმართო აღმართზე ააგორებ ქვებს...
ვერ ამოვალ შენამდე,
დაი, რამე მიშველე,
ფრთას მომაწვდი იქიდან,
ვერ კი შეძლებ მეტს,
სიცხეა და ვერ ვთბები,
სულიერად შიშველი,
ადამივით არ მინდა,
დავენახო ღმერთს...
ხელი გამომიწოდე,
სუნთქვაც მეცოტავება,
სანთელივით დანთებულ
თითებს ველი მხსნელს,
როცა გიცქერ მამონა,
შემომეღრინ-დავება,
“არვინ გამოგიწვდიოსო,
აქ მყოფს მაინც ხელს!..”
...
ლოცვას ხომ ჩამომაწვდი,
და თვალების ნაშიერთ,
გაგუდული, სისველედ
ვიგრძნობ სითბოს მათს,
მომიკლავენ დედოფალს,
ჩემი სულის ლაზიერს,,
შემდეგ სვლებში უთუოდ
ველოდები მატს...!
ბილიკები ცხოვრების,
თუ თამაში არ იცი,
დაელოდე მატს,
პაიკები - ბავშვობის,
სიყმაწვილის მსტოვრები,
მალე გამოგაცლიან,
საყრდენივით მათ.
მაგრამ ისევ ბავშვობის,
მოწოდება-მსვლელობით,
თუ მისდიე იმ მცნებებს,
რაც ბავშვურად თქვეს,
გაიზრდები უთუოდ,
სხვისგან... - ან თვითმკვლელობით,
უაღმართო აღმართზე ააგორებ ქვებს...
ვერ ამოვალ შენამდე,
დაი, რამე მიშველე,
ფრთას მომაწვდი იქიდან,
ვერ კი შეძლებ მეტს,
სიცხეა და ვერ ვთბები,
სულიერად შიშველი,
ადამივით არ მინდა,
დავენახო ღმერთს...
ხელი გამომიწოდე,
სუნთქვაც მეცოტავება,
სანთელივით დანთებულ
თითებს ველი მხსნელს,
როცა გიცქერ მამონა,
შემომეღრინ-დავება,
“არვინ გამოგიწვდიოსო,
აქ მყოფს მაინც ხელს!..”
...
ლოცვას ხომ ჩამომაწვდი,
და თვალების ნაშიერთ,
გაგუდული, სისველედ
ვიგრძნობ სითბოს მათს,
მომიკლავენ დედოფალს,
ჩემი სულის ლაზიერს,,
შემდეგ სვლებში უთუოდ
ველოდები მატს...!