ლექსებს ნამით და ჟრუანტელით ხომ ვეღარ ვკაზმავ,
ხომ მივეკედლე მყუდროებას ცრუსა და კეთილს,
ხომ გადავცილდი ყელღერღეტა პოეტის ასაკს,
მაგრამ გრძელდება სიყვარულის ასაკი ქეთი.
ხსოვნაში ჩუმად გაჩქამდება ცდუნების რაზა,
მთრთოლარე ნაბიჯს დაეცემა სინათლის წვეთი,
შენც გადასცილდი ჯულიეტას მჩქეფარე ასაკს,
მაგრამ ბოვარის სიყვარული გრძელდება ქეთი.
ყველა დროს მისი პრინცესა და პოეტი ჰყავდა,
მისი შნო, მისი ბრწყინვალება და უფრო მეტი,
შენ დგახარ ირმის ტუჩჩაწობილ ბინულის თავთან,
ჩემი მდინარე ნაპრალებში იმსხვრევა ქეთი.
რა დამრჩა!... უნდა გეზვარაკო ვარსებობ ვიდრე,
შენ ალბათ შენსას მიუბოძებ შენს რჩეულ რაინდს,
პოეტებს მუდამ მშვენიერი ქალები სჯიდნენ,
საქართველოში მხოლოდ და მაინც...