Litclub.ge

და მეც...
შემოიჭრები როცა არ გელი...
თრთიან სიმები და პიანისტი
უკრავს და მღერის... აუტანელი
სიშორე ჩნდება, თუმც არ განვიცდი.

ამიტანია დღემდე ლურსმნებიც,
ხელის გულებზე, - ნაკვალევს ხედავ?!
შენ კი... რამდენჯერ გაილურსები,
წარსულში ჩემო შვილების დედავ.

არყოფნა შეცვლის დღეებით მორიგ,
იმ დღეებს როცა გვწამდა ორთავეს
ხოლო ტალღები სველ-სველი ჭორით
სანაპიროზე წარსულს მორთავენ.
......

შორს ჰორიზონტი თრთის და კანკალებს,
სადღაც შორეთში რეკენ ზარები,
ვერ შეგადარებ რა ვქნა სხვა ქალებს,
და მეც ვერავის შევედარები.