დაიბადა პეტერბურგს 1786 წელს. მამა მისი გარსევან, შესანიშნავი ქართველი დიპლომატი, რომელმაც დაიწყო და ბოლომდის მიიყვანა საქართველოს რუსეთთან შეერთება-დაკავშირება, იყო გაგზავნილი ელჩად პეტერბურგს მეფე ერეკლესაგან 1783 წელს. იმან ჯერ ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს, რომლითაც გამოცხადდა საქართველოში რუსეთის მმარათველობა, და შემდეგ ამავე ტრაქტატის თანახმად მიიღო ელჩობა რუსეთის იმპერატორის ეკატერინე მეორის კარზე.
მეფე ერეკლეს თავის კარის კაცებში ჭავჭავაძეზე უფრო სანდო და თავიანი კაცი სხვა არავინ ეგულებოდა.
მეფე გიორგი სიკვდილის სარეცელზე ეუბნებოდა ლაზარევს: თუ ჭავჭავაძემ ჩამომისწრო, სიკვდილს არ ვინაღვლებო, მართლაც, ერთ დროს ბედი და უბედობა საქართველოსი ამ კაცის ხელთ იყო.
საქართველოს დაწიოკება მტერ-მოყვარეთაგან, ხალხის სიღარიბე, ბატონიშვილების ერთმანეთთან უთანხმოება, მეფის უფლების დამცირება, დარეჯან დედოფლის განუსჯელი პოლიტიკა, ლეკების შენახვა (მეფე ერეკლე 10 000 ლეკს ქირაობდა, მეფე გიორგი 7-ს), ყიზილბაშის, თათრის, ლეკის და ვინ გინდა აზიელი ხალხების შიში, - ყველა ეს ისეთი მიზეზი იყო, რომელთაც მეფე ერეკლეს და მის მინისტრს - ჭავჭავაძეს ხელი მოაწერინეს გეორგიევსკის ტრაქტატზე.
ამ ტრაქტატით საქართველო დარჩა, როგორც ადრე, ცალკე სამეფოთ თავის მეფით და კანონმდებლობით, ხოლო მის მოპასუხედ შეიქნა რუსეთი და მისი ჯარი. საქართველო მოგებაში იყო, მაგრამ სანამ რუსეთი განახორციელებდა თავის აღტქმას, მოხდა ახალი უბედურება - აღა-მაჰმად-ხანმა საქართველო ააოხრა და ომარ-ხანბმა და ბატონიშვილებმა დამშეულ წურბელებივით წამოჰყვეს თავი.
გიორგი მეფემ და მისმა ძველმა მინისტრმა ისევ რუსეთის კალთას მიმართეს ხელი. საიდუმლოდ ბატონიშვილებისა და დარეჯან დედოფლის ცოდნის გარეშე მეფე გიროგი,მ გაგზავნა პეტერბურგს გ. ჭავჭავაძე და ორი სხვა თავადიშვილი იმ განზრახვით, რომ ეთხოვა ხელმწიფისათვის საქართფველო შეეერთებინა რუსეთისათვის და ემართა, რა კანონითაც იმას ენებებოდა, მხოლოდ იმ პირობით, რომ ბაგრატიონებს დარჩენოდათ მეფის ტიტული და ქვეყნის მართვა.
რუსეთმა ეს პირბა მიიღო, მაგრამ სანამ ამ პირობას ხელს მოაწერდნენ პეტერბურგში და თბილისში, მეფე გიორგიც გარდაიცვალა. ამას იქით ჩვენს საქმეზე რუსეთის პოლიტიკაც გამოიცვალა, 1800 წელს, 18 დეკემბერს იმპერატორმა პავლემ გამოსცა მანბიფესტი, რომლითაც საქართველო სრულიად შეუერთდა რუსეთს.
გარსევანს იმედი გაუცრუვდა.. ბაგრატიონებმა საუკუნოდ დაჰკარგეს საქართველოს ტახტი. ელჩმა მეცადინეობა გასწია გამოებრუნებინა წაგებული საქმე, მოსწერა საქრთველოს თავადებს, გაეგზავნათ თხოვა ხელმწიფის სახელზე, მაგრამ გვიან-ღა იყო. წარსულს საქმეს არას არგებდა “ბოლოს-ღა თითა კბენანი”. ყველა უკმაყოფილოთ რუსეთის მთავრობისა დაერთო მეფე გიორგის პარტიაც, და ქართველებმა განიზრახეს მიეღოთ ძალით ის არასცა არ ანებედნენ ნებით. ქართლ-კახეთში გაიმართა რუსეთის წინააღმდეგ პროპაგანდა. ,მალე დაბრუნდა რუსეთიდინ გარსევან ჭავჭავაძეც.
რომ შეიტყვეს იმის დაბრუნება რუსეთიდან, ყაზიბეგზე მიეგებნენ იმას აღალარები ორასი ცხენოსანი კაცით და ჩამოიყვანეს ქალაქს როგორც მთავარი ვინმე.
ხალხში ხმა გავარდა:ჭავჭავაძეს ახალი მინდობილობა აქცვს ხელმწიფისაგანო და წიგნზე ეცემოდა ბატონიშვილებისაგან, რომელნის შემწეობას სთხოვდნენ.
თუმცა გარსევან მალავდა, მაგრამ მაინც ბატონიშვილების მომხრე იყო და ბაგრატიონების ხელახლა გაბედნიერებას ლამობდა, ჭავჭავაძემ ამ საგანზე საზღვაგარეთაც გამართა მიწერ-მოწერა როგრც მოწმობს კავკასიის იმ დროის მთავარმმართველი კავკასიისა კნორინგი.
მოწინააღმდეგეთა დასს არც მთავრობა უყურებდა გულხელ დაკრეფილი.
ძველი ქართლის მემკვიდრეობა ხელთა აქვს დღეს მესამე მოდგმას. ცხოვრების ასპარეზზე გაჩნდა მეასმე თაობა, შვილის-შვილის-შვილები, რომელნიც ძლიერ დაშორებიან თავიანთ... (უნდა იყოს “წინაპრებს”, გაურკევლია ს. ც.)
კიდევ ათი წელი და საუყკუნეც შესრულდება მას აქეთ რაც საქართველო შეუერთდა რუსეთს. საუკუნე, ე. ი. სამი თაობა გალაგდა ამ სოფლიდან - წარსული. საუკუნის მოწმენი. ყოველდღე ლაგდებიან ამ საუკუნის მეკვლენიცა, რომელთაც ძველი ქართული უნახავთ და მის სამარეში თითო მუჭა მიწა მიუყრიათ, ჩაუტანებიათ. რაც უფრო ვშორდენით ჩვენ ამ დროს უფრო და უფრო აწყდება მას ის ძაფები, რომლითაც მილანბულია იგი ძველ დროებასთან, თუ რამე არ მოუხერხდა ამას - სანამ დრო კიდევ არის, თუ არ გამოვიძიეთ, მეტადრე პირველი ნახევარი ამ ასეულისა ეს საუკუნე, ეს ძველი და ტვირთმძიმე საუკუნე ისეთივე მჭლე და უცნობი საუკუნე იქნება ჩვენთვის, როგორიც არის სხვა საუკუნეები “ქართლის ცხოვრებისა”, თარგმოსიდან დაწყებული ასპინძის ომამდე.
ამის გამო მე ყოველთვის ბედნიერად ვთვლიდი ჩემს თავს, რომ როდესაც ჩემს სამწერლო ეტიუდების საგნად მომხვდება ისეთი პირი, როგორიც არის თ. ალექსანდრე ჭავაჭავაძე.
საქართველოს სამეფოში ეშყაბაშად ნამყოფი, რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორი ალექსანდრე ჭავაჭავაძე, ყველა ამ საუკუნის მწერლებზე უფრო საუკუნეთა შემაერთებელი მწერალი და პოლიტიკური მომქმედია. მისი ცხოვრების აღწერა თვითონ დაგანახებთ რაა უფო საინტერესო ჭავჭავაძეში მწერალი თუ უბრალო კერძო პირი, თუ საზოგადოდ მომქმედი მეინახე.
არსებობს ი. მეუნარგიას მიერ დაწერილი ალექსანდრე ჭავაჭავაძის ბიოგრაფიის რუსული ვარიანტიც, უფრო დასრულებული სახით, წინამდებარე გამოცემის მასალაზე დამყარებული, მაგრამ უფრო შეკუმშულად, გაზეთის ფელეტონებად განზრახული. იგი ამჟამად მგოსან ი. გრიშაშვლის არქივში ინახება. პატივცემულმა პოეტმა და მკვლევრმა პირადად გამაცნო დასახელებული რუსული ვარიანტი, რომელიც თითქმის განმეორებაა წინამდებარე ტექსტისა. რუსული ტექსტის ამგვარი სახით არსებობა ერთხელ კიდევ ხაზს უსვამს იონა მეუნარგიას ინტერესს ალექსანდრე ჭავაჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლისადმი.
ბიოგრაფიის ტექსტში რაც შეიძლება დაცულია ავტორის სტილი და მართლწერა, თუმცა ეს ნარკვევი მისი სხვა შრომებისაგან განირჩევა, რადგან იგი შავად და გასაგებადაა დაწერილი. იონა მეუნარგიას მუშაობის ერთერთ დამახასიათებელ თვისებას შეადგენდა ერთხელ დაწერილის საფუძვლიანი შესწორება და ხელახლა გადაწერა, რასაც მან შემთხვევაში ადგილი არა აქვს.